saqarTvelos mdinareebi - andis yoisu

ქვეყანა საქართველო, რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები დაღესტანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი 42°21`17` ჩ. გ. 45°39`31` ა. გ.
შესართავი 42°47`27` ჩ. გ. 46°47`46` ა. გ.
სიგრძე 203 კმ
აუზის ფართობი 4820 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 69,6 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოსა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და რუსათში (დაღეტანი), სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. წარმოიქმნება თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) 203 კმ, აუზის ფართობი 4820 კმ². მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. იერთებს მრავალ მთის მდინარეს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში - მყინვარებითაც. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში იცის, წყალმცირობა - ზამთარში. უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს და ქმნის მდინარე სულაკს.